იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძის თქმით, თეორიულად შესაძლებელია, რომ პარლამენტმა განხილვების შემდეგ, ფარული მოსმენების "გასაღების" შესახებ მომზადებული ორივე კანონპროექტი დაამტკიცოს.
როგორც ხმალაძე განმარტავს, ეს ის შემთხვევაში მოხდება, თუ წარდგენილი ორივე კანონპროექტი დამსწრეთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერას მიიღებს.
"პარლამენტის წევრებს კანონი არ უკრძალავს, რომ მხარი დაუჭიროს, როგორც ერთ კანონს ასევე მეორე კანონს. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ ერთ საკითხზე განხილულმა ორმა კანონპროექტმა მიიღოს დასწრეთა ნახევარზე მეტის ხმები. თუ ეს მესამე მოსმენაზეც ასე მოხდა, სავსებით შესაძლებელია, პარლამენტმა მიიღოს ორივე კანონი. ასეთ შემთხვევაში, შეიქმნება ნორმათა დაპირისპირება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ცალკეული საკითხები კანონებით სხვადასხვაგვარად იქნება მოწესრიგებული. ამის შემდეგ დაიწყება მსჯელობა, თუ რომელ ნორმას აქვს უპირატესობა. ასეთი რამ საქართველოს პარლამენტის ისტორიაში არ ყოფილა", - განაცხადა ხმალაძემ.
ფარული მიყურადების .ეწ. გასაღბის შესახებ ბესელია, ფოფხაძე, სესიაშვილის მიერ მომზადებული კაონონპროექტი დეპუტატები განიხილავენ და პირველი მოსმენით კენჭს უყრიან. ამის შემდეგ კი დეპუტატები კანონპროექტს დღესვე, მეორე მოსმენით განიხილავენ.
სავარაუდოდ დღევანდელ პლენეარულ სხდომაზე დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებულ პროექტსაც განიხილავენ. გუშინ, მთელ დღის განმავლობაში დეპუტატები უმრავლესობის პროექტს განიხილავდნენ.
ფარული მიყურადების შესახებ კანონი პარლამენტმა 1-ელ დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.