პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ფარული მიყურადების ე.წ. გასაღების საკითხზე მომზადებულ კანონპროექტებს განიხილავენ.
დეპუტატებმა საკითხზე მსჯელობა ბესელია, ფოფხაძე, სესიაშვილის მიერ მომზადებული წინადადების განხილვით დაიწყეს.
კანონმდებლებს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის შინაარსი, პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გაცნო და მათ კითხვებს უპასუხა.
დეპუტატები დაინტერესდნენ არის თუ არა მიყურადების მსგავსი მოდელი, რომელიმე სხვა ქვეყანაში. კითხვები შეეხებოდა მოსმენის განხორციელების ტექნიკურ მხარეს, ასევე აღნიშნული მოდელის ამოქმედების შემდეგ, მოსმენის განხორციელებისას, რამდენად იქნება დაცული ქვეყნის უსაფრთხოება და ამავდროულად, მოქალაქის უფლებები.
კანონპროექტის მიხედვით, რომლის ინიციატორები ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ირაკლი სესიაშვილი არიან, პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს და შსს-ს ექნება, თუმცა მოსმენის ნებართვას სასამართლო გასცემს.
მეორე წინადადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეს ეკუთვნის, პერსონალურ მონაცემებზე წვდომა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ექნება.
წარდგენილი ორი კანონპროექტიდან ერთ-ერთის დასამტკიცებლად, მას დამსწრეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს.