ჩეხეთის რესპუბლიკა გმობს 24 ნოემბერს, რუსეთსა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს, აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას და მიიჩნევს, რომ ეს არის ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს რეგიონში სტაბილიზაციისა და უსაფრთხოებისკენ მიმართულ ძალისხმევას.
,,,ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან და ნორმებთან, ასევე, რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან. ჩეხეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე და სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია ჩეხეთის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.