ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების განყოფილების მონაწილეობით ერთობლივი წვრთნები გაიმართება.
,,გაგრაში გვირაბებში მოხმდარი ავტოსაგზაო შემთხვევების დროს სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისთვის საჭირო წვრთნებს რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს და აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა განყოფილების 64 თანამშრომელი გაივლის." - იტყობინება რუსეთის საგანგებო სიტუაციათა პრეს-ცენტრი.
წვრთნების დროს დაგემილია ოცამდე სპეციალური ტექნიკის გამოყენება, მათ შორის სახანძრო-სამაშველო მანქანების, საჰაერო ნაკადის გამოსაყენებელი კომპლექსების, სახანძრო-სამაშველო მოტოციკლეტების და ტექნიკის სხვა უახლესი სახეობები, რომლებიც სოჭის სახანძრო გარნიზონის ბაზაზე ინახება და სხავადსხვა შემთხვევის სალიკვიდაციოდ, უკვე, რამდეჯერმე წარმატებით გამოიყენეს.
მსგავსი სახის წვრთნები, კრასნოდარის მხარისა და ოკუპირებული აფახზეთის სასაზღვრო რაიონებში 2011 წლიდან ყოველწლიურად იმართება.