,,დღეს აფხაზეთის რესპუბლიკაში ბოლომდე დაცულია ადამიანის უფლებისა და თავისუფლების ნორმები და კონსტიტუციური წყობის საფუძვლების უზრუნველსაყოფად მიღებულია ყველა აუცილებელი ზომა." - ნათქვამია დნესტრისპირეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბასთვის გაგზავნილ ტელეგრამაში.
ევგენი შევჩუკი თავის მისალოც სიტყვაში იმედოვნებს, რომ აფხაზეთის ძირითადი საკანონმდებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნებისა და პრინციპების განხორციელება ქვეყნის სტაბილურობისა და კეთილდღეობის საფუძველი იქნება.
,,ამ ღირსშესანიშნავ დღეს, თქვენ და მთელ აფხაზ ხალხს გისურვებთ მშვიდობასა და სიკეთეს, თანხმობასა და უშრეტ პოზიტიურ ენერგიას, ახალ წარმატებებსა და მიღწევებს, აფხაზეთის აყვავების სამქეში." - აღნიშნულია შევჩუკის მილოცვაში.
მასალის გამოყენების პირობები