დღეს, 26 ნოემბერს დეპუტატები პარლმენტში რუსეთთან ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებული ორი რეზოლუციის შეჯერებას სესიაზე შეეცდებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებული დოკუმენტის განხილვა 25 ნოემბერს გვიან საღამოს დასრულდა სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე, რომელსაც ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია.
შეხვედრა „აფხაზთა კრების" წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
საპარალემნტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ, რომელსაც სხდომა მიჰყავდა განაცხადა, რომ მან ყველას მისცა საშუალება საკუთარი აზრი გამოეთქვა.
უმრავლესობის მიერ მომზადებული დოკუმენტის სამუშაო ვარიანტში აქცენტი გაეროს უშიშროების საგანგებო სხდომის მოწვევაზე კეთდება.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი კი აცხადებს, რომ უმრავლესობა აუცილებლად უნდა შეუერთდეს მათ მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელშიც ყველა ნაბიჯი დეტალურად არის გაწერილი.
ხელისუფლების მხრიდან სანქციების სიგნალის გაგზავნის აუცილებლობაზე საუბრობს კომიტეტის სხდომის კიდევ ერთი მონაწილე საზოგადოება „ივერიის" დამფუძნებელი მამუკა კუდავა. მისი თქმით, სიგნალის გაგზავნა აუცილებელია, რათა ყველამ გაიგოს, რომ საქართველო ევროკავშირისა და დასავლეთის მხარეს არის.