საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ მოსკოვსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმება იურიდიულად, აფხაზეთის სტატუსზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ, ფაქტობრივად, ასეთი შეთანხმების გაფორმება აფხაზეთის ანექსიასთან შეიძლება გაიგივდეს. ამის შესახებ უსუფაშვილმა დოიჩე ველესთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისვე განმარტებით, რუსეთი რასაც უკრაინაში აკეთებს, სურს სხვა სახელმწიფოებშიც გაიმეოროს.
"რუსეთს, რასაც უკრაინაში აკეთებს, სურს სხვა სახელმწიფოებშიც გაიმეოროს. ჩვენი მიზანია მოკავშრეებმა დასავლეთში, პუტინთან შეხვედრებისას, ყურადღება გაამახვილონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხზე", - აცხადებს უსუფაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები