ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის დეფაქტო საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმებას განცხადებით ეხმიანებაროგორც საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული
ლიტა სრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობასა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ლიტვური მხარე უერთდება ევროპის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისრის ფედერიკა მოგერინის განცხადებას, რომელიც რუსეთის ამ ნაბიჯს საქართველოს სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური უფლებების უგულვებელყოფად აფასებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდა. ე..წ. ხელშეკრულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოაწერეს.
,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ახალი ხელშეკრულების პროექტი აფხაზეთს რუსეთმა ხაჯიმბას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შესთავაზა.