აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე და აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი თურქეთის გენერალურ კონსულს იასინ თემიზქანის და TIKA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს მუსტაფა ქორქმაზს შეხვედნენ.
შეხვედრაზე განიხილეს თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს მიერ ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის რეაბილიტაციის საკითხი. მუსტაფა ქორქმაზის განმარტებით საქართველოს ოფისი, TIKA-ს ცენტრალურ ოფისს საავადმყოფოს როგორც რეაბილიტაციის, ასევე ახლის მშენებლობის პროექტს წარუდგენს. საკითხზე გადაწყვეტილებას სააგენტოს პასუხისმგებელი პირები მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები