ფინანსური დახმარება იმ ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, რომელსაც პუტინმა და ხაჯიმბამ ხელი მოაწერეს.
რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ" ხელშეკრულებით გაწერილია ,,ორ ქვეყანას შორის" ურთიერთობის ძირითადი მიმართულებები. ესენია: სოციალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული სფეროები და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები.
სწორედ ამ მიმართულებებს მოხმარდება რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსები.
,,ხვალ გასამართ სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაზე დაგეგმილია საინვესტიციო სამწლიანი პროგრამის პროექტის განხილვა, რომელიც 2015-17 წლებზეა გათვლილი და ვისაუბრებთ მისი განხორციელებისთვის საჭირო ფინასურ რესურსებზე, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიარდ რუბლს გადააჭარბებს." - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია მომავალშიც დაეხმარება აფხაზეთს.
შეგახსენებთ, პარტნიორობისა და მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულებას პუტინმა და ხაჯიმბამ ხელი სოჭში დღეს მოაწერეს.