მოსკოვს "რკინის ფარდის" დამღუპველი შედეგები კარგად აქვს გათვიTცნობიერებული და საერთაშორისო იზოლაციაში თავს არ ჩაიგდებს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა სააგენტო "იტარ-ტასისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "იყო შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ქვეყნები დანარჩენ სამყაროს მოსწყდნენ, რისთვისაც ძალიან ძვირი საფასურის გადახდა მოუხდათ. ჩვენ ამ გზით არ წავალთ და ჩვენს გარშემო კედელსაც არავინ ააშენებს. ეს შეუძლებელია, თუმცა ისეთი პირობები არ უნდა შევქმნათ, რომ დასავლეთი გვასუსტებდეს და ზეწოლის სხვადასხვა ფორმით საკუთარ ნებას გვახვევდეს თავს, "-განაცხადა პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები