დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვევა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს გავლენიანი სარეიტინგო კომპანიების ხელმძღვანელებთან. 24 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილი Moody-ს, Fitch Ratings-ის და Standard & Poor's -ის პრეზიდენტებს შეხვდება.
გარდა სარეიტინგო კომპანიებისა, ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მსხვილ ინვესტორებთან და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი Financial Times-ს ექსკლუზიურ ინტერვიუს მისცემს.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს მდივანი რომან ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, დიდ ბრიტანეთს 25 ნოემბერს დატოვებს