დღეს, 24 ნოემბერს ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი სოჭში მოეწერება, - ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური პრესა ავრცელებს.
ხელშეკრულება საოკუპაციო რეჟიმსა და ოფიციალურ მოსკოვს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ის 10 წლიანი ვადით გაფორმდება, თუმცა შესაძლოა კიდევ 5 წლით გახანგრძლივდეს. ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე დოკუმენტი რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა და შეთანხმებული ვარიანტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა.
ცნობილია ისიც, რომ ხვალ სოხუმის ცენტრში შეთანხმების გაფორმების მხარდასაჭერი აქციაც იგეგმება.