პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას წმინდა გიორგის დღესასწაული მოილოცა და აღნიშნა, რომ საქართველოში სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს და ქვეყნა უფრო გაძლიერდება და გამთლიანდება.
,,მთელს საქართველოს და მათ შორის მათ ვინც დღეს საქართველოში არ არინ, ვინც არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ ვისაც დღეს უჭირს მინდა მივულოცო დღე წმინდანის რომელიც არის განმათავისუფლებელი ბოროტებაზე კეთილის კეთილის გამარჯვების სიმბოლო და გამოვთქვა რწმენა და ყველა დაგარწმუნოთ იმაში რომ ჩვენთან სიკეთეც გაიმარჯვებს და საქართველო ბევრად უფრო გაძლიერდება, გამთლიანდება", _განაცხადა პრეზიდენტმა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ.
სამების საკათედრო ტაძარში სადაც გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II საზეიმო წირვა აღავლინა პრემიერი და პრეზიდენტი ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.
წმინდა, საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა.
წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. 303 წელს მას, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ბრძანებით, თავი მოკვეთეს. წმ. გიორგი მხედართმთავარი იყო და დიოკლიტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა.
ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.