საქართველოს პრემიერმინისტრმა ქედაში ახალი საწარმო გახსნა. ქედაში "კახური ტრადიციული მეღვინეობის" ღვინის ქარხნის მშენებლობისთვის სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტით 600 000 აშშ დოლარი გამოიყო, განხორციელებული ინვესტიცია კი მილიონ ლარს შეადგენს.
ქარხანა უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღიჭურვა და მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია.
ქარხანა გურია-აჭარის უნიკალური ყურძნის ჯიშების მიღება-გადამუშავებას განახორციელებს და მუდმივად დასაქმებული იქნება 20 ადგილობრივი. სრული დატვირთვის პირობებში ღვინის საწარმო 1000 ტონამდე ყურძნის გადამუშავებას შეძლებს.
მშენებლობა 2014 წლის აპრილში დაიწყო.