„ნაციონალური მოძრაობა" 2014 წლის იანვარ-აგვისტოში მთავრობის წევრების პრემიერის და სახელფასო დანამატების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს.როგორც პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებთან განაცახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკი საქართველოში თბილისის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილია. მისი ანაზღაურება ხელფასის გარდა 26,816 ლარს შეადგენს.
მეორე და მესამე ადგილებს კულტურის მინისტრის მოადგილეები იკავებენ. მანანა ბერიკაშვილმა რვა თვის მანძილზე დანამატისა და პრემიის სახით 23,040 ლარი, ხოლო ბადრი ბაგრატიონმა - 22,740 ლარი აიღეს.
მთავრობის წევრებს შორის ასევე იანვარ-აგვისტოს პერიოდში ყველაზე მაღალი სახელფასო დანამტები აიღეს ირაკლი ალასანიამ - 43 982, თეა წულუკიანმა- 34,180, მაია ფანჯიკიძემ - 31 680, ნოდარ ხადურმა - 21 680, ასევე თამარ ბერუჩაშვილმა - 22 700 ლარი.აქედან ნახევარზე მეტი პრემიის და სახელფასო დანამატის სახით.
„რომ არა ასეთი აღვირახსნილი მადა ჩვენი ჩინოვნიკების, ჩვენი გათვლებით, რომელიც სპეციალურად გავაკეთეთ, შესაძლებელი იქნებოდა, რომ პენსია დღეს უკვე ყოფილიყო 200 ლარი," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ბიუჯეტში სახელფასო ფონდისთვის 350 მილიონია გამოყოფილი.
2014 წლის 8 თვის განმავლობაში კი მთავრობის წევრემა 3 მილიონზე მეტი ლარი აიღეს,