რუსეთის ფედერაცია აფხაზეთთან ერთად ერთიანი საგარეო პოლიტიკის გატარებას აპირებს. ამის შესახებ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ,,ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" დამადასტურებელ ახალ ხელშეკრულებაში ნათლად არის მითითებული.
,,რუსეთის ფედერაცია დაეხმარება აფხაზეთს საერთაშორისო კავშირების გამყარებაში, იზრუნებს აღიარების პოლიტიკის გაგრძელებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში აფხაზეთის ინტეგრაციაზე, მათ შორის, რუსეთის ინიციატივით ან ხელშეწყობით დაარსებულ ორგანიზაციებშიც." - ნათქვამია დოკუმენტში.
მასალის გამოყენების პირობები