"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გორში თანაპარტიელებს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო.
,,ჩვენ "თავისუფალი დემოკრატების" პარტული სტუქტურების გაძლიერების ძალიან სერიოზული გეგმები დავსახეთ. გორი და შიდა ქართლი ყოველთვის გამორჩეული იყო პრინციპულობით ,თავის სულიერი სიმტკიცით. მინდა, დღეს ვესაუბრო მათ ჩვენს გეგმებზე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ხალხს გავაცნოთ ის გეგმები, რომელიც მათ ცხოვრებას პირობებს გააუმჯობესებს. აქ ის ადგილია, სადაც უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა მნიშვნლოევანია სახელმწიფოებრიობისთვის ძლიერი თავდაცვის სტრუქტურების და ინსტიტუტების შენარჩუნება. სხვა შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას, ბუნებრივია, ამ სახელმწიფოებრივი ინტერესების გარეშე, ამის დაცვის გარეშე, მომავალი ვერ ექნება, რადგან საფრთხეები ძალიან მაღალია. დარწმუნებული ვარ, მომავალი წლიდან დავიწყებთ უკვე ძალიან მნიშვნელოვან სვლას რეგიონებშიც, რათა მობილიზება გავუკეთოთ ეროვნული იდეის ირგვლივ ჩვენს საზოგადოებას", _განაცახდა ალასანიამ.