აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ჩადებული სოციალური დაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლისთვის დაგეგმილია:
„ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაციის" პროგრამის ფარგლებში - ერთ ბენეფიციარს 4-ის ნაცვლად დაუფინანსდება რეაბილიტაციის 6 კურსი.
„სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის" პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან პირები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით.
„შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის" პროგრამაში ბავშვის ჩართვა განხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად.
მოხდება უსინათლო მოქალაქეების „თეთრი" ხელჯოხებით უზრუნველყოფა.
სმენადაქვეითებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებთა თვითონ შერჩიონ მათთვის სასურველი სმენის აპარატი.
მასალის გამოყენების პირობები