29-31 ოქტომბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საერთაშორისო ბიზნეს-სამეცნიერო ფორუმს გამართავს.
საერთაშორისო ბიზნეს-სამეცნიერო ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენი თანამემამულე ბიზნესმენებისა და მეცნიერების საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში ჩართვას.
საერთაშორისო ბიზნეს-სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობს მსოფლიოს 13 ქვეყნის ქართული დიასპორის 33 წარმომადგენელი. ფორუმზე წარმოდგენილია პროექტები მედიცინის, განათლებისა და მეცნიერების, ენერგეტიკის, სამრეწველო და ეკონომიკური სფეროებში.