მოვუწოდებთ საქართველოს, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, - განაცხადა 17 ნოემბერს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, პოლიტიკური ნიშნით დევნა, კონფრონტაცია და პოლარიზაცია ქვეყანამ თავიდან უნდა აირიდოს და უზრუნველყოს პარტიათაშორისი დიალოგი.
"სისხლის სამართლებრივი დევნა და გამოძიება უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე, პოლიტიკური მოტივისგან თავისუფალი და მიუკერძოვებელი. ის უნდა იცავდეს მკაცრად იმ ვალდებულებებს, რომელიც საქართველო აღებული აქვს ასოცირების შეთანხმებით. პროკურატურა მკაცრად უნდა მიჰყვეს სამართალზე დაფუძნებულ პროცედურებს და მტკიცებულებები პროფესიონალურად მოამზადოს. პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ მიმდინარე გამოძიებასა და სასამართლოში განხილვად საქმეებზე კომენტარის გაკეთებისგან. აღმასრულებლებმა კი პატივი უნდა სცეს სასამართლოს გადაწყვეტილებას. მივესალმებით ადამიანის უფლებებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის მიღებას და ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმას, რომელიც ანტიდისკრიმინაციულ კანონსაც მოიცავს. ასევე მივესალმებით ადამიანის უფლებათა საბჭოს ჩამოყალიბებას. მოვუწოდებთ საქართველოს განაგრძოს რეფორმები ადამიანის უფლბებების, მათ შორის უმცირესობების დაცვისთვის.
მასალის გამოყენების პირობები