ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის უცვლელობა საქმით უნდა დამტკიცოს.
,,მთავრობის შემადგენლობის შეცვლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადები, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი გაგრძელდება საქმით უნდა დამტკიცდეს. დაინიშნენ ახალი მინისტრები და პრემიერს აქვს კარგი შანსი ეს გზავნილი გადმოგვცეს", _Gგანაცხადა ბრიუსელში ,,რუსთავი-2"-თან საუბარში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა.
მისვე განმარტებით, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის შიგნით ძალების კონსოლიდაციას.
დღეს, 17 ნოემბერს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაესწრება