„სბერბანკი" ვალუტის დეფიციტს არ განიცდის. ამის შესახებ საკრედიტო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გერმან გრეფმა განაცხადა. მისივე თქმით, ბანკი უცხოურ ვალუტაში კრედიტების გაცემას განაგრძობს, თუმცა სავალუტო დეპოზიტების მაჩვენებელი გაზრდილია. რაც შეეხება კომპანია „მეჩელს," რომელიც „სბერბანკისა" და „გაზპრომბანკის" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კლიენტია, გრეფის თქმით, ამ დროისათვის „მეჩელის" დავალიანება 8,65 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც შესაძლოა კომპანიის გაკოტრებით დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები