ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ და წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაბა ჩაქვში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახები მოინახულეს. მათ წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფის მართვის დეპარტამენტის ორგანიზებით პირველადი დახმარების ნივთები დაურიგდათ. დაზარალებულ ოჯახებს საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, სამზარეულოს 1 ნაკრები და საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცათ.
პროექტის ფარგლებში ჰუმანატარული დახმარება სექტმებრის თვეში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან 100 ოჯახს დაურიგდებათ.
მასალის გამოყენების პირობები