14 ნოემბერს, 15.00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე რუსთაველის თეატრში, გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლის გახსნას დაესწრება.
რუსთაველის თეატრთან არსებული გოგი ალექსი-მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა. სტუდენტები ორწლიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში სამ განზომილებაში ხატვას, ხაზვას, მოდელთან მუშაობას და სხვა პროფესიულ საგნებს დაეუფლებიან. სახელოსნოში სწავლა უფასოა.