დღეს, 13 ნოემბერს, 11:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის. ღონისძიებას დაესწრებიან აჭარის მთავრობის წევრები და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და ყველაზე მოთხოვნადი კერძო სექტორის სერვისებით.
საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის, სახელწოდებით „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში", ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც სააგენტო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
საზოგადოებრივი ცენტრის მიზანია სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სრულყოფის გზით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უნარ-ჩვევების განვითარების ახალი შესაძლებლობის შექმნა.
მასალის გამოყენების პირობები