ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები დღეს შიდა ქართლის რეგიონში იმყოფებოდნენ.
10-კაციანი დელეგაცია შიდა ქართლის გუბერნატორს ლადო ვარძელაშვილს შეხვდა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიიღო.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრის შემდეგ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ერგნეთში ჩავიდნენ და ქართული საგუშაგო დაათვალიერეს.
საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებებს არ ასრულებს, რის შედეგადაც ქართული სოფლების დიდი ნაწილი კვლავ ოკუპირებულია.