ქუთაისში სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო აშენდება. სახელმწიფო პროგრამის და „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მთავრობამ კომპანია „კორდს" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა, ჩიხი III, №5-ის მიმდებარედ არსებული 2222 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად მიყიდა.
როგორც მთავრობის განკარგულებით ირკვევა, ინვესტორს გადაცემულ უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვრა, რომ 2 წლის ვადაში სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო ააშენოს და პროდუქციის რეალიზაცია დაიწყოს.
საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, „კორდი"არანაკლებ 240 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.