პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა კარგად იცის თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო და ეფექტურად როგორ უნდა გაგრძელოს ქვეყანამ ევროპული კურსი.
,,ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა მინისტრად შეგვერჩია უმაღლესი კვალიფიკაციის ადამიანი. ქალბატონმა თამარმა ზუსტად იცის რა არის გასაკეთებელი საგარეო პოლიტიკურ სფეროში. Mმან ზუსტად იცის რა ამოცანების, გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა და როგორ შეიძლება ეფექტიანად განვაგრძოთ ის კურსი რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს. ევროპული არჩევანი, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ჩვენი ურყევი ნება და მე ვარ დარწმუნებული, რომ ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ მიზნის მიღწევაში", _განაცხადა პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრი წარდგინა. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილი დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საკუთარი გადაწყვეტილებით თანამდებობა დატოვა. თამარ ბერუჩაშვილი ამ დრომდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.