,,თბილისის შეთავაზება, საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი ავტონომიის შესვლის შესახებ, არის საკმაოდ მოძველებული სქემა და სრულიად მიუღებელი წინადადება დამოუკიდებელი, სუვერენული აფხაზეთისთვის."- აცხადებს რუსეთის ფედერაციაში ოკუპირებული აფხაზეთის ელჩი იგორ ახბა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გასულ ოქტომებრს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება შესთავაზა და შეპირდა, რომ აფხაზებისა და ოსების ინტერესები ევროპული სტანდარტების მიხედვით იქნება დაცული.