ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბუთბამ სიმფეროპოლში გამართულ შეხვედრაზე ოკუპირებული ყირიმის პრეზიდენტს საზღვაო-სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენა შესთავაზა. მისი თქმით, აუცილებელია, განახლდეს საზღვაო-სატრანსპორტო მიმოსვლა მარშრუტით: ყირიმი-სოჭი-სოხუმი.
ამასთანავე, ბესლან ბუთბამ მზადყოფნა გამოთქვა, ქერჩის სრუტეზე ხიდის ან გვირაბის მშენებლობის შემთხვევაში, საშენ მასალად საჭირო გრანიტის ხრეში აფხაზეთიდან გაიგზავნოს.
ყირიმის პრეზიდენტმა სერგეი აქსენოვმა განაცხადა, რომ ყირიმი აფხაზეთთან სამეგობროდ და საპარტრნიოროდ მზად არის, ამიტომ მან შესაბამისი უწყებების მინისტრებს დაავალა, გამოთვალონ შეთავაზებული პროექტების ეკონომიკური ეფექტი.