11 ნოემბერს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი 86 წლის ხდება. თეატრი საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავს ქალაქ თელავში, საქართველოს უძველეს თეატრალურ სივრცეში.
ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, 19 საათზე, მოზარდმაყურებელთა თეატრი წარმოადგენს ბოლო პრემიერას „ ჩვენ გველის დიდება", რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი.
სპექტაკლის ბოლოს , წარმოშობით თელაველ , ცნობილ ქართველ რომანისტსა და კინოსცენარისტს ქალბატონ ზაირა არსენიშვილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი გადასცემს ხელოვნების ქურუმის ჯილდოს, ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
მასალის გამოყენების პირობები