ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი თეა წულუკიანის მიერ პარტია "თავისუფალი დემოკრატების" დატოვებას ეხმიანება.პეტრიაშვილი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ევროინტეგრაციის კუთხით, წარმატებებს უსურვებს.
"პარტიის წევრი არც იყო, მას წევრობა 2012 წლი 27 ოქტომბრიდან შეჩრებული ჰქონდა, მას შემდეგ, რაც დაინიშნა იუსტიციის მინისტრად. დღეს ეს ოფიციალურად გაფორმდება. წარმატებებს ვუსურვებს ევროინტეგრაციის საქმეში", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, "თავისუფალი დემოკრატებს" პარტიის დატოვების შესახებ შესაბამისი განცხადებით დღეს მიმართავს.
"მე დღეს მივმართავ ჩემს მეგობარს, ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას და დავტოვებ ამ პარტიას. მე მათ ვუსურვებ წარმატებებს. მე მივიღე გადაწყვეტილება, რაც მგონია, რომ იმ კონტექსტში დღეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება - გადაწყვეტილება ევროპული საქართველოს სასარგებლოდ და მე მჯერა, რომ რაც არ უნდა იყოს სიძნელეები, ხარვეზები, მთავრობის მუშაობაში, მთავრობას აქვს ერთადერთი კურსი - ეს არის ევროატლანტიკური კურსი და მე ვაგრძელებ, ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, ევროატლანტიკური კურსის სასარგებლოდ - ჩემს მთავრობასთან, მინისტრ კოლეგებთან ერთად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გავაგრძელო ისეთივე დაუღალავი შრომა, როგორ შრომასაც იუსტიციის სამინისტრო, თითოეული თანამშრომელი ახორციელებდა ბოლო ორი წლის მანძილზე. აქედან გამომდინარე, სწორედ ევროატლანტიკური კურსისათვის მეც და მთავრობასაც გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო და ამ სამუშაოს ჩვენ ვაგრძელებთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.