ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებას უსაფუძვლოს და არასერიოზულს უწოდებს. როგორც პეტრიაშვილმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა პრემიერმა კარგად იცის ვის რა წვლილი მიუძღვის ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაში.
,,ეს არის სრულიად უსაფუძვლო, არასერიოზული განცხადება. არასერიოზული იმ თვალსაზრისით, რომ ყველამ კარგად იცის საერთაშორისო პარტნიორებმაც და საქართველო საზოგადოებამაც, რომ ამას რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. Oორი წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თუ რაიმე საფუძველი ჰქონდა ჩვენ მასთან საუბრის პრობლემა არასდროს არ გვქონია და მე პატივს ვცემ განვლილ ორ წელს. იმ წარმატების მიღწევაში რომესლაც საქართველომ საგარეო პოლიტიკურ ასპარეზე მიაღწია ირკალი ალასანიას, მაია ფანჯიკიძის, დავით ზალკალიანის და ბევრი სხვის, მათთან ერთად ჩემი მოკრძალებულიც, არის საკმაოდ დიდი წვლილი და სწორედაც გადამწყვეტიც. სწორედ ის რომ საქართველო ურყევად დგას რეფორმების გზაზე, რა წარმატებესაც მიაღწია საქართველომ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმებით იყო ჩვენი დღის წესრიგისა და სასაუბროს უცვლელი ნაწილი", _განაცხადა პეტრიაშვილმა, რომელიც ,,ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე რეალურად რა მიზანს ემსახურებოდა პრემიერის შეფასება პასუხობს:
,,ალბათ, პრემიერის განცხადებაში უფრო რაღაც წყენა ჩანს, შურისძიების მცდელობა. პრემიერმა კარგად იცის ვის რა წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხში და ზოგადად საქართველოს ისეთად წარმოჩენაში როგორიც დღეს არის", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პეტრიაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის რომ ამერიკასა და ევროპაში ჯერ კიდევ არსებობს განცდა, რომ საქართველოში პროცესები პოლიტიკურად მოტივირებულია პირაპირ უკავშირდება ყოფილი მინისტრების საქმიანობას. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ევროპასა და ამერიკაში ვიზიტების დროს პოზიტიურად აფასებდა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ განხორციელებულ რეფორმებს და არ საუბრობდა რეალურად იმ ნეგატივზე რომელიც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარეობდა.
,, ბოლო ორი წლის განმავლობაში თქვენ ყველას გესმოდათ, რომ ჯერ კიდევ არის განცდა ევროპაში, ამერიკაში, რომ აქ რაღაც პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და თურმე შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე. Pპირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ როცა ირაკლი ალასანიას ჩადიოდა ევროპაში, ამ ამერიკაში ღიად აცხადებდა, რომ სააკაშვილის დროს მიღწეულ რეფორმები სამაგალითო იყო და მას უნდა დავეფუძნოთ ჩვენ. ანუ იქ საუბარი არ ყოფილა იმ სადისტურ მკვლელობებზე, წამებებზე, არადამიანურ მოპყრობაზე, ადამიანის უფლებების იმ დარღვევაზე რაზეც ახლა გამოძიებები მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ამის გამგრძელებელი იყო მაია ფანჯიკიძეც. ის არასწორი განცდა, რაც ჯერ კიდევ არსებობს ევროპასა და ამერიკაში ეს ვერ მოიხსნა. ანუ აშკარად გამოკვეთა და მე სერიოზული ეჭვები მაქვს, რომ ეს მიზანმიმართული მუშაობა იყო, რომ არ მომხდარიყო რეალობის ჩატანა ევროპასა და ამერიკაში. იგივე მაია ფანჯიკიძის ქმედებებში მე მქონია ბევრჯერ შეკითხვები და ეჭვებიც. ალასანიამ კიდევ ღიად განაცხადა რომ სააკაშვილის რეფორმები იყო სამაგალითო და მას უნდა დაეფუძნოს ჩვენი მთავრობა, იმ კურსს რაც სააკაშვილს ჰქონდა აღებულია", _განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ის რომ ევროპასა და ამერიკაში საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ არსებობს პირდაპირი პასუხისმგებლობა ალასანიას, ფანჯიკიძეს და პეტრიაშვილს ეკისრება.
,, ის რომ ეს ვერ მოიხსნა პირდაპირი შეკითხვები პასუხისმგებლობაა მაია ფანჯიკიძის, ირაკლი ალასანიას და იგივე პეტრიაშვილის", _განაცხადა პრემიერმა.