ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა, ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ოპოზიციური პარტია ,,ამცახარას" წევრმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთ-აფხაზეთს შორის ხელშეკრულების ახალ პროექტზე ილაპარაკა.
"ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ დოკუმენტის მიხედვით აფხაზეთი ყველა ასპექტით რუსეთზე დამოკიდებული უნდა გახდეს, ეს იქნება სამხედრო, პოლიტიკური, ფინანსური თუ სოციალური მიმართულება. ჩემდა გასაკვირად, არავინ აქცევს ყურადღებას იმას, რომ ხსენებულ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული დაფინანსების ვადები, როდემდე აპირებს რუსეთი აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების გაწევას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სამუდამოდ გადავდივართ მის მფლობელობაში", - აღნიშნა ჯერგენიამ.
მისი აზრით, ვინაიდან ხელშეკრულების პროექტში არაფერია ნათქვამი აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებაზე, გამოდის, რუსული მხარე არც ვარაუდობს, რომ აფხაზეთი როდესმე თვითმყოფადი რესპუბლიკა გახდება და თავის მოქალაქეებს თავადვე შეინახავს.
ჯერგენიასვე თქმით, იმისთვის, რომ ყველა ეჭვი გამოირიცხოს, აფხაზური ოპოზიციური პარტიების წარმოამდგენლებთან ერთად, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უნდა განიხილოს ეს პროექტი და მასში აფხაზი ხალხის ინტერესები უფრო მკაფიოდ უნდა გამოიხატოს.
,,საჭიროა, ამ დოკუმენტიდან ჩვენთვის საჩოთირო საკითხები ამოვიღოთ და რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად მივიდეთ ერთიან აზრამდე. ჩვენ ამას შევძლებთ, რადგან ჩვენთვის ძვირფასია როგორც რუსეთთან, ასევე მის ხელმძღვანელთან ურთიერთობა და ამ ზალიან ურთიერთობებს ვუფრთხილედბით." - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები