პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ორი წლის განმავლობაში ვერ აგაკეთა ის რაც შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ერთი წლის მანძილზე.
,, მინდა შევადარო, სხვათა შორის, რაც ალასანიამ ვერ გააკეთა ორი წლის განმავლობაში, ალექსანდრე ჭიკაიძემ გააკეთა ერთ წელიწადში - კვება ვერ მოაწესრიგა ორი წლის განმავლობაში და 880 სამხედრო, ჩვენი გმირი ჯარისკაცები მოიწამლნენ. რაზეა საერთოდ საუბარი? ჩვენ ვაკეთებთ რეალურ პოლიტიკას, პოლიტიკა არ არის არ არის პოდიუმზე სიარული, კეკლუცობა და გაპრანჭული საუბარი. ჩვენ არ გვცალია და არ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ვასიამოვნოთ ვიღაც-ვიღაცეებს. ჩვენ ვაკეთებთ საქმეს ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის", _განაცხადა პრემიერმა.