პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მისამართით რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე გამოთქმულ შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიტყვებით, რომლითაც მან ალასანია შეაფასა, შეიძლება, მისი მხრიდან სათქმელი არ იყო.
,,ზოგადად მე პირდაპირი საუბარი მიყვარს და ხშირად ვთქვა ის, რაც სათქმელია, მაგრამ მე ტყუილს არ ვკადრულობ და არასოდეს საჯაროდ ტყუილი არ მითქვამს. მეორე საკითხია უნდა მეთქვა არ უნდა მეთქვა. მეც არ მომეწონა ის სიტყვები, რაც ვთქვი, თუმცა თუ შეფასებებში ვიდავებთ, მე შემიძლია ნებისმიერ ადამიანს შევეკამათო, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ჩემი მხრიდან სათქმელი არ იყო", _განაცახდა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას უჭკუო, ავანტიურისტი, მოღალატე და ამბიციური უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები