"თავისუფალი დემოკრატების" ბათუმის ორგანიზაციის ოთხმა წევრმა ირაკლი ხიტირმა, ირაკლი თოდუამ, დავით მიქელაძემ და შოთა თოდაძემ პარტია დატოვეს და კოალიცია "ქართულ ოცნება" -ს შეუერთდნენ.
"თავისუფალი დემოკრატების" რიგებში ისინი 5 წლის განმავლობაში იყვნენ.
როგორც პარტიის დატოვების შემდეგ, "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრები აცახდებენ, კოალიცია "ქართული ოცნების" ღირებულებების ერთგული რჩებიან და ირაკლი ალასანიას განცახდებას, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე ემუქრბა, სიცრუეს უწოდებენ.
მათივე თქმით, ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღეს.
შეგახსენებთ, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ რეგიონებში ი პარტიის წევრებზე ზეწოლა ხორციელდება.