თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა. შეხვედრა რომელიც ,,რადისონაში, დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებზე მსჯელობას დაეთმო.
,, შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბოლო პერიოდში პროკურატურის მიერ წარმოებულ იერიშზე. როგორც ელჩმა აღნიშნა ისინი დაინტერესებული იქნებიან რომ გამიძიება წარიმართოს ღიად, მაგრამ ღიად არ მიმდიარეობს და ის ეჭვები რომელიც ჩნდება საქართველსოს აზიანებს", _განაცხადა ჟურნალისტებთან ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.