აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ზურაბ თენიეშვილმა და ნონა გალოგრემ ჯანმრთელობის ცენტრ „მედინა"-ში თურქი ქალბატონი ფერიდე ბალჯი და მისი ახალშობილი ვაჟი მოინახულეს.
ორსული ქალბატონი კლინიკა „მედინა"-ში გუშინ გვიან ღამით მოათავსეს. პაციენტი მეუღლესთან ერთად საქართველოში მაჭახლის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან შემოვიდა, რის შემდეგაც იგი რეანომობილით კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს, ისინი კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებენ.
ბალჯები ართვინში მაჭახლის ხეობის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობენ. დიდთოვლობის გამო ოჯახმა მშობიარე ქალბატონის კლინიკამდე მიყვანა ვერ შეძლო, მათ დახმარება ადილობრივებთან ერთად ქართველმა მესაზღვრეებმა და ბათუმში თურქეთის საკონსულოს წარმომადგენლებმა აღმოუჩინეს.
ბალჯები წარმოშობით ქართველები, გვარად მჟავანაძეები არიან.