საგარეო საქმეთა მინისტრის ყველა მოადგილე, დავით ზალკალიანის გარდა, თანამდებობაზე რჩება, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"არსებული ვითარების გათვალისწინებით მათ სახელმწიფოებრივი პოიზიცია დაიკავეს" - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეტა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 5 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობა ოთხ მოადგილესთან - დავით ზალკალიანთან, თამარ ბერუჩაშვილთან, ვლადიმერ გურგენიძესა და დავით ჯალაღანიასთან ერთად დატოვა.