NATO-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პოსტს დატოვებს. მისივე განმარტებით, მან მიიღო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება, თუმცა, ეს არ მოხდება დღეს.
"მე პრემიერს განვუმარტე, რომ ჩემი გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩავატარებთ რამდენიმე ძირითად შეხვედრას, რომელიც დაგეგმილი გვაქვს უახლოეს პერიოდში. ეს არის პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში, ასევე გვექნება განხილვები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, დეკემბრის პირველ ნახევარში იგეგმება მინისტერიალი და ბუნებრივია, საქართველოს მისია ნატო-ში, ჩემი აქტიური მონაწილეობით, იქნება მოწოდების სიმაღლეზე, რომ საქართველოს პიზიციები იქნას სწორად და ეფექტიანად წარმოდგენილი ნატო-ში", -განაცხადა დოლიძემ.