ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერის შეფასება საბოტაჟის შესახებ არასწორია.
,,საბოტაჟის შეფასება ნამდვილად არასწორია. ეს არის ჩვენი თითოეული ჩვენთგანის კანონის ჩარჩოებში, კონსტიტუციის ჩარჩებში ჩვენი პოზიციების დაფიქსირება. პირიქით მე მინდა ხაზი გავუსვა და გადავცე თქვენ ეთერის საშუალებით და მოვუწოდებ ყველა ჩემს თანამშრომელს, გააგრძელონ მუშაობა ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მიზნებისთვის,"-განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატების" მხრიდან გაკეთებული განცხადებები საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს და მის ევროპულ არჩევანს.
„საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ განცხადებებს აკეთებენ ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები-„თავისუფალი დემოკრატები". ისინი არჩევანს აკეთებენ პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის და სოლიდარობას უცხადებენ ერთმანეთს. თუმცა გამოძიების პროცესის შეფერხება პოლიტიკური სარჩულით დაუშვებელია. ამ ვითარებაში პოლიტიკოსებისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები და თანამდებობების დემონსტრაციულად დატოვება ატარებს საბოტაჟის ნიშნებს და აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს ქართული სახელმწიფო არის ძლიერი, რომლის ინსტიტუტები მუშაობენ გამართულად და არ დაუშვებს, რომ ქვეყნის ინტერესებს ზიანი მიადგეს.