.,,ჩვენ სასაუბროთ არ მოვსულვართ ბიძინა ივანიშვილთან", _ამის შესახებ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კოალიცია ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.
ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მისი პარტია შეძლებს, რომ თავისუფალ საზოგადოებასთან ერთად გააგრძელოს საქართველოს სამსახურში ყოფნა.
,,რაც შეეხევა დისკუსიებს ის რეალურად ვერ შედგა. Mმინდა გითხრათ, რომ ჩვენ სასაუბროთ არ მოვსულვართ ბიძინა ივანიშვილთან, აქ მე დაგეგმილი მქონდა კოალიციის ყოფილ პარტნიორებთან რეალურად გველაპარაკა იმაზე თუ რამ გამოიწვია ის ნაბიჯი რაც გადადგა ,,თავისუფალმა დემოკრატებმა", რა იყოს ამის გამომწვევი მიზეზები. სამწუხაროდ, ასეთის საუბარი ვერ შედგა მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, მომავალი პოლიტიკური ცხოვრება ,,თავისუფალ დემოკრატებს მისცემს შანს, რომ თავისუფალ საზოგადოებასთან ერთად გააგრძელოს საქართველოს სამსახურში ყოფნა", _განაცხადა ალასანიამ.