"თავისუფალი დემოკრატები" ვერვითარ შემთხვევაში ვერ იქნებიან პოლიტიკურ კავშირში "ნაციონალურ მოძრაობასთან, რადგან ჩვენ გვაქვს ფუნდანენტალური განსხვავებები.
ეს განცხადება ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან, "თავისუფალი დემოკრატების" ოფისში, პარტიის წევრებთან გამართული თათბირის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" მომავალში, აპირებს "რესპუბლიკურ პარტიასთან" ითანამშრომლოს.
"ჩვენ პარტნიორებს მომავალშიც ვხედავთ, კოალიციის ძალებში არის ლიბერალური მიმართულების პარტიები, რომელთანაც გვაქვს ჩამოყალიბებული, მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა, თუნდაც რესპუბლიკელები.
ერთი რამ, ძლაინ ცალსახად, ძალიან ცხადად მინდა გითხრათ, რომ "თავისუფალი დემოკრატები" ვერვითარ შემთხვევაში ვერ იქნებიან პოლიტიკურ კავშირში "ნაციონალურ მოძრაობასთან", იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ფუნდანენტალური განსხვავებები ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორს, იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იყო მათი მმართველობის დროს ქვეყანა", - განაცხადა ალასანიამ.
.
მასალის გამოყენების პირობები