მმართველი გუნდი პარლამენტში უმრავლესობის გარეშე რჩება. საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან ფრაქცია "ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების" გასვლით მმართველი გუნდი პარლამენტში უმრავლესობის გარეშე დარჩება.
კოალიციურ უმრავლესობას პარლამენტში 6 საპარლამენტო ფრაქციის 83 დეპუტატი ქმნის. პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა კი 76 წევრია. "თავისუფალი დემოკრატების" უმრავლეობიდან გასვლით, რომელსაც პარლამენტში 10 მანდატი აქვს, ფრაქცია 73 დეპუტატით რჩება, რაც უმრავლესობიას ვერ ქმნის.
მასალის გამოყენების პირობები