ხელვაჩურის რაიონში სამშენებლო და სარემონტო შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ბათუმის სამაშველო სამსახურის 8 სახანძრო ავტოცისტერნა, 2 საათის განმავლობაში მუშაობდა. ხანძრის შედეგად, 350 კვადრატული მეტრის ტერიტორია დაიწვა.
ბათუმის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსის ხუსეინ სირაბიძის ინფორმაციით, ცეცხლი ორსართულიან შენობაში განთავსებულ საწყობს გაუჩნდა, სადაც დიდი რაოდენობით საღებავები ინახებოდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზებისა და ზარალის ზუსტი ოდენობის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.