ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ტყვია შემცველი საწვავი არ იყიდება.
მთვრალაშვილის ტქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში მოქმედი გარემოს დამცველი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქში ჰაერი საკმაოდ დაბინძურებულია, რასაც ტყვიაშემცველ საწვავს უკავშირებენ.
მთვრალაშვილის განმარტებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობლით აკრძალულია ტყვიაშემცველი საწვავის იმპორტი და შესაბამისად რეალიზაცია.
"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობლით აკრძალულია ტყვიაშემცველი საწვავის იმპორტი და შესაბამისად რეალიზაცია.
აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ საქართველოში ბენზინის იმპორტი ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ქარხნებიდან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, იტალიიდან. თითოეული ეს ქვეყანა წარმოადგენს სერიოზულ ნავთობმწარმოებელ ქვეყანას, რომელთაც გააჩნიათ მაღალი დონის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები. თითოეულ აღნიშნულ ქვეყანაში ასევე კანონით აკრძალულია ტყვიაშემცველი საწვავის წარმოება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში არ არის ნავთობის ადგილობრივი წარმოება და შესაბამისად ალბათობა იმისაც, რომ ადგილზე ხორციელდებოდეს უხარისხო პროდუქციის წარმოება და შემდგომ რეალიზაცია. საწვავის ხარისხი ჩვენ შეგვიძლია შევამოწმოთ საქართველოში მოქმედი ნავთობპროდუქტების აკრედიტირებული ლაბორატორიების მეშვეობით", _ აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.
რაც შეეხება ჰაერის დაბიუნძურებას, მთვრალკაშვილის თქმით, ეს არის მსოფლიოს თითქმის ყველა დიდი ქალაქის პრობლემა, სადაც სატრანსპორტო საშუალებები დიდი რაოდენობით მოძრაობს და არის საცობები.
"სამწუხაროდ აღნიშნული პრობლემა ჩვენთანაც დგას, რადგან ბოლო პერიოდში საქართველოში სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, შესაბამისად მომატებულია საწვავის მოხმარებაც, რასაც ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გაუმართავ მდგომარეობაში აქვს საწვავის წვის მექანიზმი, რის შედეგადაც არ ხდება საწვავის სრული წვა ბოლომდე, ახორციელებს გარემოს მნიშვნელოვან დაბინძურებას, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველოში მოქმედი ავტოპარკი ძირითადად მაინც მოძველებულია", _ აცხადებს მთვრალაშვილი.