ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა არ გადაიდება და ის 28 ოქტომბერს ჩატარდება. ამის შესახებ, ეროვნული უშიშროებსი საბჭოს თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, საბჭო რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტზე იმსჯელებს.
სხდომას პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც დაესწრება.
მისი განცხადებით, სხდომას საბჭოს მუდმივი 3 წევრი ვერ დაესწრება, თუმცა მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სხდომა უნდა გაიმართოს.
შეგახსენებტ, რომ გუშინ თავდაცვის მინისტრმაირაკლი ალასანია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უშიშროების საბჭოს სხდომის გადადების თხოვნით მიმართა.როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან განმარტა ამის მიზეზი არის ის რომ 28 ოქტომბერს იგი საქართველოში არ იქნება მსგავსად სხვა მინისტრებისა რომლებიც უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან.