ყაზბეგის რაიონში გზების გაწმენდითი სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება, _ ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული, რომლებიც თოვლისგან გზებს საგანგებო რეჟიმში წმენდენ.
"კომუნიკაციების მხრივ პრობლემებია, რადგან ჩაკეტილია სტეფანწმინდასა და მიმდებარე რაიონების დამაკავშირებელი რამდენიმე ძირითადი გზა. გუშინდელი დღიდან მოყოლებული ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.